Responsive Menu
Add more content here...

25 აპრილის შეთავაზება

წესები და პირობები

პირადი მონაცემები

ერთადერთი პირადი მონაცემი, რომელსაც Rovers.ge საიტის ბაზაში ან მომხმარებელთან პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაციის დროს ინახავს თქვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით, თქვენი სახელი და გვარი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გახლავთ.

მომსახურების გაწევაში სტანდარტულად იგულისხმება თქვენთვის საბანკო განვადების განაცხადის შევსებაში დახმარება, ხოლო მეორე შემთხვევაში მომსახურების გაწევაში იგულისხმება საიტზე ბარათით ყიდვის სერვისის შეთავაზება და ამ შეთხვევაში ხდება დამატებით მისამართის შენახვა, შეძენილი ნივთის მოწოდების/საკურიერო სერვისის გაწევის მიზნით.

ეს მონაცემები ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცულ სერვერზე, ელ. კომერციის გლობალური ლიდერის მიერ დანერგილი ელექტრონული დაშიფრვისა და განთავსების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და ამ მხრივ მომხმარებელს შეუძლია თავი სრულიად უსაფრთხოდ იგრძნოს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი მესამე მხარისთვის რომელიმე ამ ინფორმაციის გადაცემა არ ხდება არანაირი მიზნით, გარდა საბანკო ინსტიტუტებისთვის, განვადების განაცხადის განხილვის მიზნისა და ასევე გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლო ფორს-მაჟორებისა.

მომხმარებელი, განვადების გაკეთების მიზნით სახელის, გვარის და ტელეფონის ნომრის შევსების დროს აცხადებს თანხმობას (სპეციალური მოსანიშნი ველის მონიშვნის მეშვეობით), რომ ეს ინფორმაცია მისი სურვილის შემთხვევაში შესაძლოა გადაეგზავნოს მის მიერვე შერჩეულ საფინანსო ინსტიტუტს (კომპანიის მომსახურე ბანკს) განვადების განაცხადის განხილვის დროს.

აქვე აცხადებს თანხმობას, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, როვერს.ჯი ოპერატორმა მას მისივე სურვილის შემთხვევაში შესაძლოა კითხოს სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტის მიერ, განვადების განაცხადის განხილვის მიზნით (მაგალითისთვის: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, არსებული შემოსავალი და ა.შ). ამ ინფორმაციის ფინანსურ ინსტიტუტში გადაგზავნა ხდება მხოლოდ მომხმარებელთან დამატებითი თანხმობის შემდეგ, სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და მომხმარებლის მიერ პირველადი განაცხადის გამოგზავნისას სავალდებულო ველის მონიშვნა (წესებსა და პირობებზე დათანხმება) და/ან ზემოთხსენებული სატელეფონო კომუნიკაცია ითვლება დასტურად ამ მონაცემების გადაგზავნაზე.

საბარათე მონაცემები

პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, ჩვენ არ ვინახავთ თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ Unipay-ის (unipay.com) მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე.

სხვა ინფორმაცია

Rovers.ge მისი უკეთ ფუნქციონირების, მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზების და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის განხორციელების მიზნით, განთავსებულია მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ შემოთავაზებული სპეციალური და საქვეყნოდ ცნობილი/აპრობირებული ელექტრონული ხელსაწყოები, კერძოდ:

  • FB Pixel – რომელიც აკონტროლებს თქვენს ვიზიტს, დათვალიერებულ გვერდებსა და პროდუქტებს მხოლოდ მაშინ, როცა ფეისბუქში ავტორიზირებული ეწვიეთ ჩვენს საიტს. ამ ინფორმაციის შეგროვება ჩვენს მიერ პირდაპირი სახით არ ხდება და ის სრულადFacebook-ის განკარგულებაშია, ხოლო მისი შენახვა/გავრცელება რეგულირდება აშშ-ს კანომდებლობითა და მისივე წესებით, რომელსაც ეთანხმებით ფეისბუქზე რეგისტრაციის დროს და შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენივე ამ სოციალური ქსელის შიდა პროფილის პარამეტრებში.
  • Google Analytics – დახლოებით იგივე ფუნქციების მქონე ანალიტიკური ხელსაწყო, რომელიც ინახავს ინფორმაციასე.წ ბრაუზერის Сookie-ბის მეშვეობით, ასევე თქვენს IP მისამართს, ლოგებს, ქალაქს, ქვეყანასა და ა.შ. ეს ინფორმაცია Google-ის დაქვემდებარებაშია.

შპს როვერს ჯგუფი და დამკვეთი/კლიენტი ერთობლივად მოიხსენებიან, როგორც მხარეები და ცალ-ცალკე, როგორც მხარე. მხარეები, ადასტურებენ რა მათ უფლებაუნარიანობას და ქმედუნარიანობას იკისრონ ვალდებულებები და ამ მიზნით თანხმდებიან, შემდეგზე:

  • Rovers.ge არის ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახის პროდუქციას.
  • კლიენტი დაინტერესებულია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეიძინოს ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქცია. Rovers.ge-ის მომხმარებელი სარგებლობს უფასო საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეკვეთის განხორციელება

  1. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია ჩვენს ვებ გვერდზე არსებული Unipay-ის ონლაინ გადახდის სისტემით.
  2. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია კომპანიის ანგარიშზე საბანკო გადარიცხვით.
  3. მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს პროდუქცია და გადაიხადოს პროდუქტის ღირებულება ნაღდი ანგარიშსწორებით შეკვეთის მიღებისას თუ ის იმყოფება თბილისში. რეგიონის შემთხვევაში მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია: Unipay-ის გადახდის სისტემით, საბანკო გადარიცხვით, დაჯავშნის სერვისით და განვადებით.
  4. მომხმარებელმა ასევე შეიძლება ისარგებლოს ჩვენი დაჯავშნის სერვისით.  ამისათვის საჭიროა მომხმარებელმა პროდუქტის ღირებულების მინიმუმ 20% ჩარიცხოს კომპანიის საბანკო ანგარიშზე. ჩვენს გავამზადებთ შეკვეთას სასურველი ატრიბურითა და მახასიათებლით და შევინახავთ მაქსიმუმ 10 დღით. თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ კი კომპანია მიაწოდებს დამკვეთს შევკეთას სასურველ დროსა და სასურველ ადგილას სრულიად უფასოდ. (ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს არ უბრუნდება წინასწარ ჩარიცხული ჯავშნის თანხა).
  5. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა შეუძლია განვადებით. ნივთის განვადებით შეძენის სურვილის შემთხვევაში დამკვეთი/კლიენტი დისტანციურად ავსებს განაცხადს. (თუ კლიენტს სჭირდება დახმარება განვადების განაცხადის შევსებისას მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე  შესაძლებელია ჩვენი წარმომადგენელი დაეხმაროს მას სატელეფონო ზარის საშუალებით). განვადების დამტკიცების შემთხვევაში მომხმარებელი ხელს აწერს ელექტრონულ ხელშეკრულებას მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კომპანიისგან მიიღებს დასტურს იმის შესახებ, რომ მისი შეკვეთა სრულად მზად არის. (კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის ზემოთხსენებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, რომ მზად არის მისი შეკვეთა სრულად და რჩება მხოლოდ ხელის მოწერა ელექტრონულ ხელშეკრულებაზე, მომხმარებელს აქვს 3 სამუშაო დღე ამ პროცედურის დასასრულებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას გააუქმოს დამტკიცებული ონლაინ განვადების განაცხადი). თუ მომხმარებელმა ელექტრონულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კომპანიის დასტურის გარეშე და ამის შემდეგ შეიქმნა გარკვეული პრობლემა კონკრეტული პროდუქციის მახასიათებელთან ატრიბუტთან ან ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით უქმდება განვადების განაცხადი ან კომპანიისა და მომხმარებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე იცვლება პროდუქტი/პროდუქტის მახასიათებელი ან ატრიბუტი.

Rovers.ge-ის ვალდებულებები

  • Rovers.ge საბანკო ანგარიშზე კლიენტის დეპოზიტის განთავსების მომენტიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულია უზრუნველყოს კლიენტის შეკვეთის დამუშავება. ნივთის კლიენტისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 8 სამუშაო დღეს.
  • თუ კლიენტმა შეკვეთის მიღების შემდეგ მოითხოვა შეკვეთის/განვადების გაუქმება ისე, რომ მიღებულ შეკვეთას არ აღენიშნება ქარხნული წუნი ან დაზიანება და კომპანიის ბრალეულობა არაფერში არ მდგომარეობს არც პროდუქტში და არც მომსახურებაში, მომხმარებელი ასეთ შემთხევავაში ვალდებულია აანაზღაუროს ყველა ის მატერიალური ხარჯი, რაც კომპანიამ გასწია ამ შეკვეთის მომზადებისა და მიწოდებისათვის. (ხარჯის გადათვლა მოხდება პროდუქტის კატეგორიის, მოცულობისა და ადრესატის ლოკაციიდან გამომდინარე).
  • ნივთის შეძენის შემთხვევაში, Rovers.ge უზრუნველყოფს ნივთის შეძენასთან და კლიენტისთვის მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.
  • მომსახურება დასრულებულად ითვლება ნივთის კლიენტისთვის ჩაბარებისთანავე.
  • კლიენტის მხრიდან მიღებულ ნივთზე პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში, როვერსი უზრუნველყოფს საგარანტიო მომსახურებას. საგარანტიო ვადა მითითებულია კონკრეტული პროდუქტის აღწერაში.
  • მომხმარებლისთვის ნივთის ვერმიწოდების შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა ან გაუქმდება დამტკიცებული განვადება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ გარკვეული პროდუქტ(ებ)ის შეძენის შემთხვევაში არ უქმდება არც შეკვეთა და არც განვადების განაცხადი. ასეთი კატეგორიის პროდუქტებთან დაკავშირებით წინასწარ იქნებით ჩვენი გუნდის მხრიდან ინფორმირებული.

შეკვეთის მიღება

  • დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და პარამეტრების შესაბამისობა საიტზე მითითებული შეკვეთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
  • თუ დამკვეთი მიიღებს შეკვეთას ისე, რომ მის მდგომარეობას არ ამოწმებს და არ აყენებს ზოგადი ხასიათის პრეტენზიას დანაკარგებისა და დაზიანების შესახებ, მაშინ საპირისპიროს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ შეკვეთა წარმატებით ჩაბარდა. თუ საქმე ეხება გარეგნულად შესამჩნევ დანაკარგებსა და დაზიანებებს,  დამკვეთი ვალდებულია აღნიშნული პრეტენზია  წარადგინოს შეკვეთის ჩაბარების დღესვე, ხოლო გარეგნულად შეუმჩნეველი დანაკარგებისა და დაზიანებების შემთხვევაში – ჩაბარებიდან არა უგვიანეს ორი კალენდარული დღისა. აღნიშნული წესის დარღვევის  შემთხვევაში დამკვეთს აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის უფლება ერთმევა.
  • დამკვეთმა მისი პრობლემა/პრეტენზია (რომელიც დაკავშირებულია ნივთის მდგომარეობასთან) კომპანიას უნდა წარუდგინოს ამ ვებ-გვერდის მეშვეობით: rovers.ge.  თუ მიღებულ შეკვეთას გააჩნია ქარხნული წუნი ან სხვა ნებისმიერი სახის ნაკლი, დამკვეთის მიერ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენიდან გონივრულ ვადაში კომპანია იმოქმედებს საგარანტიო წესების შესაბამისად.
  • ტრანსპორტირების დროს შეკვეთის დაზიანებისა თუ განადგურების შემთხვევაში კომპანია დამკვეთის დავალებით მიმართავს გადამზიდ კომპანიას და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით მოსთხოვს ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნული არ ართმევს დამკვეთს უფლებას პირადად აწარმოოს დავა გადამზიდ კომპანიასთან.
  • კომპანია ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.

მხარეთა პასუხისმგებლობა

  • თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებათა სრული, ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულება.
  • მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ზიანის ანაზღაურება მხარეებს არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
  • კომპანია პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია გადამზიდი კომპანიის ან/და ონლაინ მაღაზიის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით.

ფორს-მაჟორი

  • არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ნაკისრი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისთვის, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებებით, სოციალური აფეთქებებით და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა შეკვეთის შემდეგ.
  • თუ ჩამოთვლილი გარემოებებიდან უშუალოდ რომელიმე მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების წინამდებარე სამომხმარებლო წესებისა და პირობებით განსაზღვრული შესრულების ვადაზე, ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად.
  • მხარე, რომელსაც წამოეჭრა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია ასეთი გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ შეატყობინოს მეორე მხარეს.
  • შეტყობინებაში ასახული ფაქტები დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი რეგიონის: სავაჭრო, სამრეწველო, ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
  • არშეტყობინება ან დაგვიანებით შეტყობინება უფლებას ართმევს მხარეს, გამოიყენოს ზემოთ მოყვანილი დაუძლეველი ძალის მოვლენები პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად.

 

პრეტენზიები და დავები

  • მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
  • დავის წარმოშობიდან 15 დღის ვადაში კონსენსუსი მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განსახილველად გადაეცემა ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
  • იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

დამატებითი პირობები

  • ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე სამომხმარებლო წესებითა და პირობებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • დადგენილი სამომხმარებლო წესებისა და პირობების რომელიმე მუხლის, პუნქტის, ქვეპუნქტის, დათქმის, წინადადების ბათილობა არ იწვევს სამომხმარებლო წესებისა და პირობების სრულად ბათილობას.

 

0
  • Sorry, this product cannot be purchased.
0
ჩემი კალათა
კალათა ცარიელიაპროდუქტებში დაბრუნება
    შეთავაზებები
    ამ პრომო კოდის გამოსაყენებლად დაამატეთ კალათაში პროდუქტ(ებ)ი შეთავაზების კატეგორიიდან.
    მიიღეთ 10% ფასდაკლება 2 ფეხსაცმლის შეძენისას პრომო კოდი: s2
    მიიღეთ 15% ფასდაკლება 3 ფეხსაცმლის შეძენისას პრომო კოდი: s3
    მიიღეთ 20% ფასდაკლება 4 ფეხსაცმლის შეძენისას პრომო კოდი: s4
    მიიღეთ 25% ფასდაკლება 5 ფეხსაცმლის შეძენისას პრომო კოდი: s5
    მიიღეთ 10% ფასდაკლება 2 საათის შეძენისას პრომო კოდი: w2
    მიიღეთ 15% ფასდაკლება 3 საათის შეძენისას პრომო კოდი: w3
    მიიღეთ 20% ფასდაკლება 4 საათის შეძენისას პრომო კოდი: w4
    მიიღეთ 25% ფასდაკლება 5 საათის შეძენისას პრომო კოდი: w5
    მიიღეთ 15% ფასდაკლება ფეხსაცმლისა და საათის ერთად შეძენისას (რაოდენობა შეზღუდული არ არის) პრომო კოდი: ws15